მოსკოვში პირველი მასობრივი ურუზ-ბაირამის ფოტორეპორტაჟი

დღეს ასი ათასზე მეტმა მოსკოვში მცხოვრებმა მუსულმანმა მიიღო მონაწილეობა ურუზ-ბაირამისადმი მიძღვნილ მასობრივ ღონისძიებაში, რომელიც მოსკოვის მერის განკარგულებით, რუსეთის დედაქალაქში წელს პირველად აღინიშნა. ამავე განკარგულების თანახმად, ასევე აღინიშნება მუსულმანთა კიდევ ერთი დღესასწაული - ყურბან-ბაირამი, რომელსაც მუსულმანები 6 ნოემბერს ზეიმობენ.

მშვიდობის გამზირთან მდებარე მეჩეთთან მოსკოვში დღეს უამრავი მუსულმანი შეიკრიბა. ყველა მიმდებარე ქუჩა მთლიანად გადაკეტილი იყო. ამასთან, სამართალდამცველებმა დაცვის უპრეცენდენტო ზომები მიიღეს. მეტალოდეტექტორით ამოწმებდნენ თითოეულ მუსულმანს - პოლიციელთა ფეხებთან ჩხრეკის დროს ამოღებული დანები და სხვა მჭრელი საგნები ეყარა. იმის გამო, რომ პოლიციის ძალები მოზღვავებული მორწმუნეების ჩხრეკა-განაწილებას ვერ აუდიოდნენ, მათ მისაშველებლად ჯარისკაცები გაგზავნეს.

იმის გამო, რომ მეჩეთში შესაბამისი პირობები არ არის, განბანვის რიტუალი ახლომდებარე ბუჩქებში შესრულდა. მეჩეთთან სალოცავად მისული ასი ათასზე მეტი მორწმუნე შესასვლელად თავის რიგს დილის 7 საათიდან ელოდა, თუმცა, რასაკვირველია, ყველა მსურველი მეჩეთმა ვერ დაიტია.

ურუზ-ბაირამი მუსულმანთა ერთ-ერთი წმინდა დღესასწაულია - ერთ-ერთი უმთავრესი ისლამურ კალენდარში. იგი მარხვის დასრულებას უკავშირდება, რომელიც მუსულმანთათვის წმინდა თვის - რამადანის დასრულებამდე გრძელდება. ისლამური ტრადიციის მიხედვით, სწორედ ამ დღეს ჩააგონა ალაჰმა მუჰამედს ყურანის პირველი სურების ტექსტი.

ფოტო: ილია ვარლამოვი, "ეხო მოსკვი".

კომენტარი

×