სახალხო დეპუტატი ლეონიდ კლიმოვი პარლამენტში 2 მილიონის ღირებულების მაჯის საათით იწონებს თავს

უკრაინის სახალხო დეპუტატი ფრაქცია „ვიდროჟდენნია“-დან, ლეონიდ კლიმოვი პარლამენტში ელიტარული მაჟის საათით გამოცხადდა, რომელიც 2 მილიონი უკრაინული გრივენი ღირს (ჩვენს ვალუტაზე 205 149 ლარია) - ამის შესახებ ჟურნალი „ოლიგარქი“ იუწყება და ფოტო მასალასაც ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მაჯის საათი შვეიცარიული ბრენდის Ulysse Nardin-ის ნაწარმია და მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს აქსესუარად ითვლება. იგი დამზადებულია ვარდისფერი ოქროსა და საფირონის ბროლისგან. სამაჯური კი ნიანგის ტყავის აქვს.

როგორც ჩანს, იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველისთვის იმეკსბანკიდან მილიონობით გატანილ დოლარებს უკვალოდ არ ჩაუვლია.

კომენტარი