სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტალახში ჩავარდნილი მამაკაცი ატლანტელმა მაშველებმა ძლივს გადაარჩინეს (ვიდეო)

27 მარტს ატლანტის ერთ–ერთი სამშენებლო მოედნის ტალახის მასაში აღმოჩნდა მამაკაცი, რომელმაც მოუზომავი ნაბიჯი გადადგა და ტალახით სავსე ორმოში აღმოჩნდა. რადგან მამაკაცი ტალახზე ზურგით დავარდა, თავის დახსნა დამოუკიდებლად ვერ შეძლო – ტალახმა ის მიიკრა.

ატლანტელი მაშველები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ტალახიდან მამაკაცის ამოყვანას. ამ მცდელობისას ორმოში ერთი მაშველიც კი ჩავარდა, თუმცა ის მალევე ამოიყვანეს, ხოლო ტალახზე დაკრული მამაკაცის ამოყვანა მხოლოდ თოკების გამოყენებით შეძლეს – ის უკვე იგუდებოდა.

სამედიცინო პერსონალის დროულად ჩარევის შედეგად ატლანტელი მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100