
„ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა“ - The Guardian
ირანმა ისრაელის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა. „ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა“ - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებლი ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე საავადმყოფოს მოხვდა.
საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონშიც ჩამოვარდა, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაშავდა.