რუსეთის მიერ უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

19-06-2025 Views 47

რუსეთის მიერ უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. მომხდარის გამო, კიევში გლოვის დღე გამოცხადდა და დედაქალაქის მასშტაბით დროშები ნახევრად დაუშვეს.

Reuters წერს, რომ „ეს წელს, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440 დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, რამაც არაერთი საცხოვრებელი კორპუსი მნიშვნელოვნად დააზიანა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამძებრო ოპერაცია გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.