თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

01-07-2025 Views 79

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, განსხავავებული ფორმატით ჩატარდება.  

წელს, პირველად, ღონისძიების პირველ ნაწილში, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება და ის სპორტისა და ბიზნესის თემატიკას დაეთმობა.

 ამჯერად, Setanta Sport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია, JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი და სპორტის ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებენ თემაზე - „სპორტი, როგორც ბიზნესი“.

სპიკერები საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების პერსპექტივასა და სპორტული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ   და მიმოიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაცია ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესების აღმოჩენას.

ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიაზე დასასწრებად, რეგისტრაციის წინასწარ გავლა აუცილებელია ბმულზე:  თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.