სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატარა ნატალის დახმარება სჭირდება

2 წლის ნატალია სარდლიშვილს კეთილი ადმიანების თანადგომით დახმარებით მკურნალობა ჩაუტარდა ბერლინში 16 მაისს. ლაზერულ თერაპიას კარგი შედეგი მოჰყვა და ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია.სამწუხაროდ ნატალიას მკურნალობა არ დასრულებულა.

გერმანიიდან გამოგზავნილი დასკვნის საფუძველზე ნატალიას ესაჭიროება 3 ლაზერული თერაპია და 1 პლასტიკური ოპერაცია,რათა მოხდეს ცხვირის ძგიდის აღდგენა,რომელიც ბავშვმა ავადმყოფობის შედეგად მთლიანად დაკარგა და მას სუნთქვის გაძნელება დაერთო.

ნატალიას შემდგომი ლაზერი დაგეგმილია 6 დეკემბერს,ლაზერთან ერთად უნდა გაკეთდეს ცხვირის ძგიდის გადანერგვა.მომდევნო ლაზერები კი უნდა ჩატარდეს 15 აპრილს და 3 ივნისს.დეკემბრის ოპერაციისა და ლაზერის ჰოსპიტალის ხარჯები შეადგენს 2 500 ევროს,ხოლო შემდგომი თვეების ერთი ლაზერული თერაპიის ხარჯებია 1560 ევრო.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ნატალიას დახმარებისათვის და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ დახმარება,რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.ნატალიას დაავადების დამარცხება თითოეული ჩვენგანის გამარჯვება იქნება…

პატივისცემით ანა ასათიანი (ნატალიას დედა) 577 18 77 05

მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 700 324

ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 700 325

ნატალი სარდლიშვილის საბანკო რეკვიზიტები, ფოტოები, მისი მდგომარეობა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ შეგიძლია ნახოთ ამ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100