სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია: ალასანიას ურჩევნია, ბოდვას შეეშვას...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია ირაკლი ალასანიას ურჩევს, "ბოდვას შეეშვას”. როგორც ახალაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მისივე თქმით, სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს.
"სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია, სადაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანია უკვე გაწევრიანებული. ოპტიმისტურ გეგმით მივდივართ და, საბოლოო ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება", – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნებაყოფლობითი სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან, "სისულელეები" დაინახონ.

მინისტრის განცხადებით, ამ სამსახურების ჩამოყალიბება მაინცდამაინც რამდენიმე თვის წინ იმიტომ დაიწყო, რომ 2006 წელს ეს შეუძლებელი იყო, 2008 წლის ომმა კი ამის აუცილებლობა შექმნა.

"ომი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რათა სრულფასოვანი ანალიზი ჩაგვეტარებინა და, როდესაც დრომ მოუწია, მაშინ დავიწყეთ", – განაცხადა ახალაიამ და დასძინა, რომ რეზერვისტები გამოყენება მხოლოდ საომარი მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურებისა ხდება და პოლიტიკურ შიდა დაპირისპირებაში მათი გამოყენება არ შეიძლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100