სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოკუპანტები ქართველებს: "გაიძულებთ, რომ აქედან თქვენი ნებით აიყაროთ..."

რუსი ოკუპანტები ქართველებს გალის რაიონიდან გასახლებით ემუქრებიან.

როგორც "ივერონს" გალის რაიონის მოსახლეობამ განუცხადა, რუსი სამხედროების საქციელი დღითიდღე აუტანელი ხდება.

"განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებში, მოსახლეობას ყოველ დღე აკავებენ და აგდებულად ექცევიან. გვეუბნებიან, იმ მდგომარეობამდე მიგიყვანთ, თქვენი ფეხით დატოვებთ აქაურობას, არც ქართველები და არც აფხაზები არაფერში გვჭირდებაო", - განუცხადა "ივერონს" გალის რაიონში მცხოვრებმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრებზე ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ. გარდა ამისა, რუსების ტყვეობაში ხვდება ყველა ის გალის მცხოვრები, რომელიც ე.წ რეიდის დროს ქუჩაში უსაბუთოდ აღმოჩნდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100