სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში შობადობისათვის აქტიური პოლიტიკის წახალისებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის გამრავლებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ სექსიზმში ან რასიზმში "უხერხულია".

ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი.

ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.

ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს.

დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის, IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, - წერს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100