სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - ოლიგარქის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს კენიის პარლამენტი იძიებს

კენიის მთავრობა ბიძინა ივანიშვილმა დიდ შარში გახვია - ქვეყანაში ბაობაბის სკანდალია. ადგილობრივმა პარლამენტმა გამოძიება დაიწყო, რის საფუძველზე გასცეს შესაბამისმა უწყებებმა ნებართვა, რომ ქართველ ოლიგარქს გიგანტური ხეები მოეთხარა და საქართველოში წაეღო. სამი სამთავრობო უწყება ივანიშვილის კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაშია მხილებული, თუმცა როგორც ირკვევა, ოლიგარქის წარმომადგენლებმა ბაობაბები მანამდე ამოთხარეს, ვიდრე ოფიციალურო სტრუქტურებიდან ნებართვას მიიღებდნენ.

ბაობაბების ტრანსნაციონალური სკანდალი რამდენიმე თვის წინ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტით დაიწყო, რომელიც ახლა ეროვნულ მასშტაბზეა აყვანილი.

კენიის პრეზიდენტის განკარგულებით, ქართველი ოლიგარქის მიერ ხეების მიტაცების საქმეს მთელი სახელისუფლებო სტრუქტურები იძიებენ. მოკვლების დასრულებამდე ივანიშვილისთვის მოთხრილ 8 გიგანტურ მცენარეს ისევ კენიაში დატოვებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმ ფაქტთან შეგუება, რომ მის ეზოს აფრიკული ფლორის საოცრება ვერ დაამშვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100