სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე - ფოტიგა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი ციხეში კვდება და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მან ასევე საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მას ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიცეს.

რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოსი. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე, - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100