სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვრცელდება კადრები თვითმფრინავის ბორტიდან, რომელმაც ნეპალში კატასტროფა განიცადა (ვიდეო)

ნეპალში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - Yeti Airlines-ის კუთვნილი ხომალდის ბორტზე, რომელიც დედაქალაქ კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, 72 ადამიანი იმყოფებოდა.

მგზავრებს შორის 15 სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მათგან 5 ინდოელი, 4 რუსი 2 კორეელი. დაღუპულებს შორის არიან ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც.

ვრცელდება კადრები თვითმფრინავის ბორტიდან, რომელმაც ნეპალში კატასტროფა განიცადა.

შემთხვევა აეროპორტიდან 1 კმ-ს მოშორებით მოხდა. მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს.

ნეპალში დღეს გლოვის დღეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100