სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინიკაში გადაყვანისას სააკაშვილი უკვე მოწამლული იყო - დევიდ სმიტი

"კლინიკაში გადაყვანისას სააკაშვილი უკვე მოწამლული იყო" - ამის შესახებ ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცახადა.

მისი თქმით, მძიმე მეტალებმა დააზიანა მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი და გამოიწვია კრუნჩხვები.

"მძიმე მეტალები სისხლიდან იკარგება მალე, ამიტომაც
თმის ღერის კვლევას ვიყენებთ, რომ დავადგინოთ ნამდვილად მოხდა თუ არა მოწამვლა. მარტში უკვე სააკაშვილი მოწამლული იყო. უფრო ზუსტად რომ განვმარტო, კლინიკაში გადაყვანისას ის უკვე მძმე მეტალებით იყო მოწამლული, რამაც დააზიანა მისი ორგანიზმი და გამოიწვია კრუნჩხვები და ნერვული სისტემის დაზიანება", - აღნიშნა სმიტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100