სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წმინდა ნინო“ ჯერ არ ჰყავთ, მაგრამ ფილმის გადაღება მაინც გაზაფხულზე დაიწყება

მართალია, სპეციალურმა ჟიურიმ ჯერჯერობით თბილისში ვერ შეარჩია მსახიობი გოგონა, რომალმაც წმინდა ნინოს როლი უნდა განასახიეროს, მაგრამ ქართული მხატვრული ფილმის გადაღება მაინც დაიწყება, – აცხადებს ფილმის რეჟისორი გია კერესელიძე.

ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ნინოს როლისშემსრულებლის მსახიობად მონათვლა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ცნობილია, რომ საპატრიარქოს სურვილის გათვალისწინებით, რეჟისორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველთა განმანათლებლის როლის შემსრულებელი გოგონა მსახიობი არ უნდა იყოს. რამდენიმე კასტინგი თბილისში უკვე ჩატარდა, მაგრამ მოწონებულთაგან ზოგს იმან შეუშალა ხელი, რომ მსახიობი იყო, ზოგს კი იმან, რომ კასტინგზე მაკიაჟით გამოცხადდა – მაკიაჟიანთა უმრავლესობა ჟიურიმ სახლშიც კი გააბრუნა.

ამის მიუხედავად, გაზაფხულზე იტალიაში დაიწყება ფილმის პირველი ნაწილის გადაღება, სადაც წმინდა ნინო არ ფიგურირებს და, შესაბამისად, არც მისი როლის შემსრულებელია აუცილებელი. მორიგი კასტინგი საქართველოს დედაქალაში ზაფხულში ჩატარდება. როგორც გია კერესელიძე აცხადებს, მას რამდენიმე „კარგი გოგონა“ ჰყავს შეგულებული და ტიპაჟებს არჩევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100