სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე - ბოტკოველი "ოცნებას"

პარლამენტში ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება გრძელდება - "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას, რომელმაც ოპონენტებს "ადამიანის ტრაგედიაზე მონადირეები" უწოდა, სხდომათა დარბაზშივე უპასუხა გიორგი ბოტკოველმა და მმართველ პარეტიას ბარბარე რაფალიანსის გარდაცვალების შემდეგ "ოცნების" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა:

არავინ ნადირობს ტრაგედიაზე, მაგრამ გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე, გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? გახსოვთ რა ხდებოდა? გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდნენ თქვენი ლიდერები? ბევრს შეიძლება არ გახსოვთ, რადგან „ოცნების“ წევრები არ იყავით და ბევრი თქვენგანი შეიძლება ხუთიანს ხაზავდით.

შეგახსენებთ, როგორ იდგნენ თითოეულ საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და როგორ ეუბნებოდნენ ხალხს: „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“. ეს იყო თქვენი ქმედებები მაშინ და რა ხდება დღეს ბარბარე რაფალიანცის საქმეზე 10 წელია, რაც ხელისუფლებაში ხართ, გამოძიებამ შედეგი დადო?"- თქვა დეპუტატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100