სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში ორი კაცი ნარკოტიკული თრობისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, კაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს.

ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის კაცი გონზე მალევე მოვიდა თუმცა შედარებით რთული იყო 28 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100