ლალი მოროშკინას რჩევები, ადამიანის კომპლექსების გასაშიფრად

საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ, საკუთარი სტუდენტებისთვის ფეისბუქზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ბესტსელერების ავტორი ერიკ ერიკსონის მოსაზრებებს ციტირებს და სტუდენტებს ბავშვობის კომლექსების გაშიფრაში ეხმარება.

„სტუდენტების საყურადღებოდ!!! გაეცანით ერიკსონისეულ მე-ს განვითარების პრინციპს და მიხვდებით ვის რა ბავშვობის კომპლექსი არ ასვენებს!!!

ერიკ ერიკსონის ფსიქოსოციალური სტადიები.

ემოციური მომწიფება მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე სოციალიზაციის კიდევ ერთი კომპონენტია. ცხოვრების განმავლობაში უკეთ ვწვდებით საკუთარ თავს და უფრო ეფექტურად ვწყვეტთ საკუთარ პრობლემებს. საკუთარ რაობასთან დაკავშირებული ზოგიერთი კონფლიქტი და პრობლემა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი გადაწყვეტის უნარის შეძენა ემოციური ზრდის ერთ-ერთი მექანიზმია.

ერიკ ერიკსონმა ჩამოაყალიბა ფსიქოსოციალურ ცვლილებათა თეორია, რათა აღეწერა ცხოვრების ტიპური კონფლიქტის 8 სახეობა, რაც ადამიანის ცხოვრებაში დაბადებიდან სიბერემდე წამოიჭრება. ერიკსონის რწმენით ყოველი ინდივიდი თანმიმდევრობით გადის ამ სტადიებს, რომლებიც მთავარი კონფლიქტის ანუ საკუთარი რაობის პრობლემის გარშემო იყრის თავს. ინდივიდი წარმატებით გადაჭრის ან ვერ გადაჭრის ამ კონფლიქტს. წარმატებული გადაჭრა გულისხმობს იმას, რომ პიროვნებამ რაღაც ახალი და პოზიტიური შეიძინა, ხოლო წარუმატებლობა კი იმას,რომ მას არა თუ არ მიემატა რაღაც ახალი და პოზიტიური, არამედ დაემატა რაღაც არაჯანსაღი,რაც შემდგომში დაღს დაასვამს მისი ცხოვრების კარდინალურ განწყობებსა და მოლოდინებს.

სტადიები 1-4 მოიცავს მე-ს განვითარებას ბავშვობიდან მოზარდობამდე.

1. სტადია შეიცავს ნდობას და უნდობლობას ეს სტადია ცხოვრების პირველს წელს მოიცავს და მისი წამყვანი თემაა -კმაყოფილდება თუ არა სათანადოდ ჩვილის მოთხოვნილებები. პირველი წლის ბოლოს ბავშვი რჩება ადამიანისადმი ნდობის ან უნდობლობის განცდით!

2. სტადია,რომელიც მთელი მეორე წელი გრძელდება, შეიცავს საკუთარი ავტონომიურობის ან საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების განცდას.ამ სტადიის წამყვანი თემაა ბავშვის თვითკონტროლთან დაკავშირებული განცდები. ბავშვი ტოვებს ამ სტადიას დამოუკიდებლობის განცდით.ხოლო თუ ამ სტადიის ძირეული პრობლემა დადებითად ვერ გადაიჭრა, დაურწმუნებლობა, ეჭვი და სირცხვილის გრძნობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი ხდება.

3. სტადია 3-დან 5 წლის ასაკის ბავშვის გასავლელია.წამყვანი თემაა ინიციატივის ან ბრალეულობის განცდა. ამ სტრადიაზე ბავშვი ცდილობს თვითონ, თავისი ინიციატივით მოიმოქმედოს რამე, ამ სტადიას ბავშვი ტოვებს განცდით, რომ შეუძლია მიზნის დასახვა და მიღწევა ანდა ბრალეულობის განცდით, რომ მიუღებელი და მიუღწეველი განიზრახა.

4. სტადია 6-10 წლის ასაკი-შეიცავს სიმარჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობებს. ამ სტადიის წამყვანი თემაა შრომასთან დამოკიდებულება და საკუთარი შრომით მიღებული კმაყოფილება.ამ სტადიას ბავშვი ტოვებს საკუთარი პროდუქტიულობის ან არაადეკვატურობის განცდით.

5. სტადია- 11-12 წლის ასაკი- შეიცავს საკუთარ იდენტობას ან იდენტობის აღრევას. ამ სტადიაზე მთავარია იდენტობის ან საკითარი რაობის განცდის ჩამოყალიბება.
ამ დროს ინდივიდი იძენს მე-ს განცდას, მკაფიო იდენტობას და სახავს მომავალი ცხოვრების კონტურებს ან ვერ ახერხებს ჩამოაყალიბოს მე-ს მკაფიო განცდა - მას თავი, საკუთარი არაბუნებრივობა ეუხერხულება.

მე-6 და მე-7 სტადიები მოიცავს მე-ს განვითრებას დიდობაში.

6. სტადია 22-35 წლის ასაკი. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანის მთავარი საზრუნავია ადამიანებთან სიახლოვე ან იზოლირება. ხოლო მთავარი ამოცანა-მეორე ადამიანთან სიახლოვის მიღწევა-აზრების, გრძნობების,მოქმედებების გაზიარება. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანები ოჯახს ეკიდებიან ანდა გაურბიან სიახლოვეს და ადამიანებთან ზერელე ურთიერთობებს სჯერდებიან.

7. სტადიაზე 35 წლის ასაკი და ზემოთ, ადამიანთა მთავარი საზრუნავია ქმედითუნარიანობა ან სტაგნაცია. აქ წამყვანი საკითხი ზრდა ან ზრდის ნაკლებობაა. ადამიანი ხდება პროდუქტული და გარეთ მიმართული ან ის თავის თავში იკეტება.

8. სტადია 60 წლის ასაკი და ზემოთ, ადამიანთა ინტეგრირებულობას ან სასოწარკვეთილებას ეხება. ხანდაზმულ ადამიანს ეამაყება განვლილი ცხოვრება და ეს დიდი სტიმულია, ან ეუფლება განცდა, რომ მისმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა და ეს მას სასწრაფოდ აბერებს. ანუ, ცხოვრების აზრიანობის, ან უაზრობის განცდა.“ -წერს მოროშკინა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი