სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლლი იპოვეს. 35 წლის ზურაბ ქვარცხავას ცხედარი მეგობრებმა მის სახლში აღმოაჩინეს.

საქართველოს მოქალაქეზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვარცხავასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც ოჯახმა და ვერც მეგობრებმა ვერ მოახერხეს.

35 წლის ქართველი მამაკაცი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ახლა ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, აქვს თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი.

ზურაბ ქვარცხავა წარმოშობით სენაკიდან იყო. "პირველები" მის ახლობლებს ესაუბრა. მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს.

მოკლესო, გვითხრეს. აქ იყო 10 დღის უკან. აქ გაიზარდა, ჩვენთან იყო... ინფორმაცია იქიდან მოვიდა, ბინაშ მოკლესო...არაფერი ვიცი..., - ამბობს ქვარცხავას მეზობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100