სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და მზეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზეა. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +27, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გორშიც ნალექიანი ამინდია, +30 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი. გუდაურში იწვიმებს. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწივებს. დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. იწვიმებს. რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100