სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევის რეგიონში კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ჯამში 1 235 - პოლიციის უფროსი

კიევის რეგიონში, სოფლებში, რომლებიც რუსებს ოკუპირებული ჰქონდათ, კიდევ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

ცხედრები ძირითადად ნაპოვნია ბოროდიანკაში, ასევე სოფლებში, რომლებიც ახლოსაა ვიშგოროდთან.

მისი თქმით, ჯამში პოლიციამ უკვე იპოვა 1 235 მოქალაქის ცხედარი.

"მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის არმიის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის რეგიონის ტერიტორიაზე", - განაცხადა მან.

UNIAN წერს, რომ 2 მაისის მდგომარეობით, კიევის რეგიონში მტრის მიერ მოკლული 280 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, 300 დაკარგულად ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100