ერთ დღეში, 1 მილიონზე მეტი შემთხვევა და მოსალოდნელი პიკი - COVID19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ორშაბათს 3 იანვარს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1,080,211 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ომიკრონით გამოწვეულ ტალღას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია.

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, შემთხვევების პიკი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დადგეს.

ინფიცირებულთა უმეტესობას კორონავირუსის ახალი შტამი - ომიკრონი დაუდასტურდა.

კომენტარი