როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ დეკემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაში თოვლი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. +5 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება. გორში წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. რუსთავში უმეტესად წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი