სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, რათა ხელი არ შეეშალოს მის სასამართლოზე დასწრებას" - ადვოკატი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია გრძელდება. ექსპრეზიდენტმა უკვე კვირაზე მეტია რაც შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა თუ ჰოსპიტალში, დეპუტატების შესვლის უფლებას არ მისცემენ ის მკურნალობის პროცესის შეწყვეტით იმუქრებოდა. ადგილზე იმყოფებიან მისი უფლება დამცველები შოთა თუთბერიძე და ბექა ბასილაია.

როგორც თუთბერიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტი არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, რადგან ხელი არ შეეშალოს მისი სასამართლო პროცესზე მიყვანის პროცესს.

"მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა. იმიტომ რომ, ვიცით ორშაბათს არის პროცესი, რაზედაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ. შესაბამისად ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე,"- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსჯავრდებული მე-3 კიდევ ერთმა უფლება დამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი არის სუსტად, თუმცა მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი სასამართლო პროცესზე მისი დასწრების.

ბასილაიამ, ასევე გააფრთხილა ხელისუფლება იმ მშვიდობიან შეკრებაზე, რომელიც სასამართლო პროცესის დღეს გაიმართება, არ იქცეს სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების შემაფერხებელ ფაქტორად.

დღეს მე-3 პრეზიდენტთან გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა კონსილიუმის წევრი ექიმი ელენე გიორგაძეც. მისი თქმით, სააკშვილის მკურნალობის 99% მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე გაიარეს. რაც შეეხება სააკშვილის მენტალურ მდგომარეობას, ექიმის განცხადებით, ის ამ ნაწილს ვერ შეაფასებს, რადგან აღნიშნული საკითხი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კომპეტენციაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100