სასოწარკვეთილმა მამამ, რომლის პატიმარი შვილი თვეზე მეტია შიმშილობს, გლდანის ციხესთან თავის დაწვა სცადა, პოლიციამ კი ის დააკავა

გლდანის ციხესთან პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცმა ბენზინი გადაისხა, თუმცა, სუიციდის ფაქტი სამართალდამცველებმა დროული ჩარევის შედეგად აღკვეთეს და ის ტერიტორიას გაარიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს.

როგორც ირკვევა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, რის გამოც პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა. დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარი