სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს - პატრიარქი

არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს - ამ სიტყვებით მიმართა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

ილია მეორემ თქვა, რომ გარშემო მრავალი განსაცდელია, მაგრამ სინანულში მყოფ ადამიანს ღმერთი ხედავს და იწყალებს.

"არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე, მან ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მასვე ვერ შეეძლება გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს და იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი შესაძლებლობა ეს არის მონანიება ჩვენთვის", - თქვა ილია მეორემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100