Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ გამოცემა HypeBeast-ი წერს. ფუნქცია Collabs-ის საშუალებით პუბლიკაციის ავტორის სახით კიდევ ერთი მომხმარებლის მონიშვნა იქნება შესაძლებელი. Instagram-ის შემქმნელების განცხადებით, პოსტ ორივე მომხმარებლის გვერდზე გამოჩნდება. გარდა ამისა, „საერთო“ პოსტებს კომენტარები და მოწონების მთვლელიც საერთო ექნება. ახალი ფუნქცია მოკლე ვიდეოების ფორმატ Reels-ზეც გავრცელდება.

კომენტარი