"სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება" - ეკა ხერხეულიძე

"სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საუბრობს.

ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მანამდე შიმშილობდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ეკა ხერხეულიძის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა მესამე პრეზიდენტს კარგად აქვს გააზრებული, რას აკეთებს.

"ვუთხარი რომ ამ ნაძირლების გამო ნამდვილად არ ღირდა თვისი სიცოცხლის გარისკვა მაგრამ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რას აკეთებს. ხალხს მარტივად წარმოუდგენია, რომ ჩამოვიდა მიშა და მოხვდა ციხეში. სანამ ჩამოვიდოდა, სანამ ამ ქვეყანაში შემოვიდოდა გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთის გზა. კაცმა არ იცოდა ცოცხალი იქნებოდა თუ არა საქნამ საქართველში შემოვიდოდა. მაშინაც შიმშილობდა და როდესაც შემოვიდა და დაბინავდა იმ დღესაც არ ვიცი მიიღო თუ არა საკვები, ეგეც არ ვიცი. ახლა სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება და აჩვენებს თანამედროვე საქართველოში თავგანწირვის მაგალითს",-თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარი