სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთელი პასუხისმგებლობა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს" - ნიკა მელია

"...მთელი პასუხისმგებლობა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს" - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ ისაუბრა.

უდნა დაფიქრდეთ და დაფიქრდით თქვენ თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ, არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენს ხელშია, გაუფრთხილდეთ, - ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში
მონახულების უფლება.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100