მიხეილ სააკაშვილი ხანდაზმულ მოქალაქეებს „ჰოლივუდის ღიმილს“ დაჰპირდა

უკლებლივ ყველა ხანდაზმულს, კბილების პრობლემა უნდა გადავუჭრათ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის მეორე მუნიციპალურ სასადილოში განაცხადა.

“დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ. 50 წლის ადამიანს როცა კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ღიმილის ხალისი ეკარგება და საერთოდ, ცხოვრებაზე შეიძლება სხვა წარმოდგენა ჰქონდეს. გავაკეთოთ საპრეზიდენტო პროგრამა, დავარქვათ “ღიმილიანი საქართველო”, დავიწყოთ ამ სასადილოში მყოფი ადამიანებისგან, მერე გადავიდეთ სოფლებში და საქართველოში ყველა ხანდაზმულ ადამიანს გავუწიოთ სტომატოლოგიური მომსახურება”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და სასადილოში მყოფ ერთ-ერთ ხანდაზმულს პირობა მისცა, რომ 1 თვეში „ჰოლივუდის ღიმილი“ ექნება.

კომენტარი