სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უმძიმესი დღეა..." - ცნობილი ქართველი ქირურგი გარდაიცვალა

კლინიკა "გიდმედი" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კლინიკის "ფეისბუქ" გვერდზეა აღნიშნული, გარდაიცვალა ქირურგი გივი ყაჭიური.

"დღეს გიდმედისთვის უმძიმესი დღეა! ჩვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა უხუცესი, უთბილესი და ყველასათვის საყვარელი ქირურგი "ივანიჩი" - გივი ყაჭიური.

უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისათვის ეს საოცარი ადამიანი, რომლის მსგავსიც იშვიათია. ოჯახს ვუსამძიმრებთ დიდი გულისტკივილით. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი და სუფთა სული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100