სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის დალევა, დალიეთ, ოღონდ აიცერით – ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ვაქცინაციის პერიოდში ალკოჰოლის მიღების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გადადო ან არ გაიკეთა ვაქცინა იმიტომ, რომ დალევას ვერ შევეშვებიო. ანუ, სიკვდილი ურჩევნია დალევას.

„დალევასთან დაკავშირებით, რას გვეუბნება კვლევები – როცა ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ მოწამლული ხართ, რადგან სასმელი არის შხამი ორგანიზმისთვის. მარტივ ენაზე აგიხსნით – კი, ბატონო, თუ სასმელს ვერ ელევით, ჯანდაბას, დალიეთ! მაგრამ სჯობს, რომ არ დალიოთ, რადგან იმუნური სისტემა უკეთ მოემზადება და როცა ვაქცინას გაიკეთებთ, თქვენი ორგანიზმი უფრო კომფორტულად იქნება და უკეთ შეირგებს ამ ვაქცინას. ერთი დღით ადრე მაინც ნუ დალევთ, ან რომ გაიკეთებთ, ერთი დღის მერე მაინც არ დალიოთ, მაგრამ თუ მაიმცდამაინც ასე გინდათ, დალიეთ… ბევრი ალკოჰოლი არაა სასარგებლო, თუმცა ერთი ჭიქა წითელი ღვინო შეიძლება, თუ ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის დალევა, დალიეთ, ოღონდ აიცერით იმიტომ, რომ კოვიდიძალიან ვერაგია,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100