სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიპიიპ, ხელით გეხები კი არა დავაპიპინე - მეუფე ანტონი ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი 5 და 6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებზე ძალადობა გაამართლა. მან ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და ხელითაც შეეხო. მეუფე ეკლესიის მხრიდან ძალადობის წახალისებაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა. “თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ თქვენზე?! ნუ ატრიალებ ტექნიკურად, პი პი პი პი, ნუ ატრიალებთ გაიგეთ?! ხელით გეხები კი არა დავაპიპინე. [...] მოძალადეები ხართ გეუბნებით, თქვენ ახალისებთ, თქვენი მიკროფონები ახალისებენ გარყვნილებას გაიგეთ?! თვითონ მოძალადეებო, გაჩერდით, გველს ბულბულს ნუ არქმევთ", - თქვა მეუფე ანტონმა. მეუფე ანტონმა დღეს ჟურნალისტები ძალადობისა და გარყვნილების წახალისებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რაც 5 ივლისს მოხდა დავიმსახურეთ. მისივე თქმით, სასულიერო პირებს "უწევთ" ხალხის მოწოდება, რადგან მათი სიმართლე დაიცვან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100