სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორფინი ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა – დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავაზე

ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ​ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები.

„რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100