სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვერ ვაჩერებდი - ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე დაკავებული

ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, - ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა.

„არავინ მყავს ნასამართლევი, მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება. ჩემს თავს ვაჟკაცად ვთვლი, საქართველოს 4 შვილს ვუზრდი, მათ ვასწავლი რომ წესიერები, ვაჟკაცები გაიზარდონ. 2 ბიჭი მყავს და ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და საქართველოს სადარაჯოზე დადგნენ.

ჩემს მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან, დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ", - განაცხადა ჭაავამ.

5 ივლისს აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100