ბავშვი ცოცხალია! – რას ამბობენ კლინიკაში მე-5 სართულიდან გადავარდნილ მოზარდზე

მეხუთე სართულიდან გადავარდნილი 13 წლის მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის მოადგილე „რუსთავი 2-თან“ საუბრის დროს მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ საუბრობს, თუმცა გვიდასტურებს, რომ მოზარდი ცოცხალია.

შეგახსენებთ, თბილისში აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 13 წლის მოზარდი გადავარდა.

კომენტარი