მთაწმინდაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

"პაციენტი 22-წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია, შემოიყვანეს ამ დილით, გამთენიისას, შემოყვანილია ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ჩატარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ქირურგიის დეპარტამენტში, სადაც უტარდება შემდგომი მეთვალყურეობა და ხორციელდება სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი", - ამბობს კლინიკის ექიმი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და და 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მიმდინარეობს.

კომენტარი