და­შა­ვე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მძი­მედ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი... ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ზე – ლაშა ჟვანია

ისრაელში, ქალაქ აკოში ქართველი-ებრაელი, ისრაელის მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩის ლაშა ჟვა­ნიას თქმით, იგი საავადმყოფოშია გადაყვნილი.

„აკო­ში და­შა­ვე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მძი­მედ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ვაჟ­კა­ცი ბი­ჭია რომ შე­ხე­დავ აღ­ნა­გო­ბით, შე­უძ­ლია გა­უმკლავ­დეს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხრო­ვა, რო­მელ­საც არ აინ­ტე­რე­სებს, ვინ არის, რა არის, პირ­და­პირ და­ეს­ხმე­ბი­ან ხოლ­მე თავს“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში.

​თავად დაზარალებული მორ ჯანაშვილი ამბობს, რომ მას ქვების სროლა იმის გამო დაუწყეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა ჰქონდა დამაგრებული.

„დედაჩემის სახლისკენ მივდიოდი. იმ ტერიტორიაზე ასობით არაბი იყო შეკრებილი, როცა დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული, ქვების სროლა დაიწყეს. ავტომობილს ვეღარ ვმართავდი, გადმოვედი და დედაჩემის სახლისკენ გავიქეცი. ისინი გამომეკიდნენ, მე წავიქეცი, თავს მესხმოდნენ, ქვებს და აგურებს მირტყამდნენ. მეგონა იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. ეს ყველაფერი ჩემმა არაბმა მეზობლებმა გაიგეს და მათ გადამარჩინეს“, – განაცხადა მორ ჯანაშვილმა.

კომენტარი