სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ მოხდა სამი წლის შემდეგ, შოკში ვარ" - პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დღეს დააკავეს

ხორავას ქუჩის საქმის ხმაურიანი გაგრძელება და 3 წლის შემდეგ დაკავებული გიორგი მენაბდე - დღეს შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი დააკავეს.
დაკავებული გიორგი მენაბდის დედა, ინტერესდება, რატომ ჩამოიღეს თაროდან საქმე ახლა, სამი წლის თავზე.
"შოკში ვარ... რატომ მოხდა სამი წლის შემდეგ, ეს მაქვს გასარკვევი"- ამბობს შიო მენაბდის მეუღლე.
ბრალდებულის ოჯახის წევრები, დეკანოზის მიერ შვილის მფარველობას კატეგორიულად უარყოფენ.
"რას ნიშნავს, მფარველობდა? ! სოფელ დიღმის მოძღვარი მფარველობს ვინმეს? ღვთის სამართლის იმედი მაქვს. ადამიანს მფარველობს ღმერთი და არა კონკრეტული სასულიერო პირი. ჩვენ პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც გამთენიისას აიყვანეს გამოკითხვაზე, ვთანამშრმლობთ გამოძიებასთან...0,3 მლ-ით აცდა სასიკვდილო ჭრილობას... არაფერს აღიარებს, ყველამ იცის, რომ ამას ხელში არაფერი ეჭირა"- თქვა ბრალდებულის დედამ "ტვ პირველთან"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100