რიონის ხეობაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა და ხალხი აქციიდან გაჰყავთ

რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა - გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცავები რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავენ და აქციის მონაწილეები სიტუაციის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს აქცია 16 საათისთვის დაგეგმეს, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა გუშინ ნამოხვანში მათი კარვები დაარბიეს და დაშალეს.

კომენტარი