იყო მუქარა, პორნოგრაფიული სურათები...ეუბნებოდნენ ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს - ბერა ივანიშვილი

ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა და მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მის გულშემატკივრებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ვალდებულნი იყვნენ მომხდარის შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინათ.

„ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი