სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა და ინფიცირების 2 367 აქტიური შემთხვევიდან, 247 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების360 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი -9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი -25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი -2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367,საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180, იმერეთში - 265. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში -30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი