სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების პერიოდი გახანგრძლივდა და 16 იანვრიდან აღარ შემსუბუქდება

ქვეყანაშ არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100