სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსმა ქუთაისში ექთნის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი - ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი , 54 წლის მარინე გოუაძე , კორონავირუსით გარდაიცვალა. ექთანი ორი კვირის წინ დაინფიცირდა.

კლინიკის დირექტორი, გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ დაინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია და არ არის გამორიცხული, ის რომელიმე პაციენტი ყოფილიყო. გარდაცვლილს თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ექთანი კლინიკაში გუშინ, პირველ დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100