მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება. თუ მთავრობა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ისინი მზად არიან , სანაცვლოდ იანვრში დაიკეტონ. ეს მოთხოვნა მათ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.

„თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე ამბობს, რომ თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ და კოლაფსსაც აირიდებენ.

„ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იგივე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა ნატა გოგოლაძემ და დასძინა, რომ მხოლოდ თბილისი მოლში დაახლოებით 2700 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარი