სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუკი რეჟიმს ვინმესი ეშინია და ცახცახებს ეს არის რუსთაველის გამზირი" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარი ბრძოლა ეშხში ახლა შედის.

მისი თქმით, უახლოეს დღებში დამტკიცდება, რომ რეჟიმს ხალხის ეშინია და რუსთაველზე შეკრებილი მოსახლეობა მიზანს მიაღწევს.

"თუკი რეჟიმს ვინმესი ეშინია და ცახცახებს ეს არის რუსთაველის გამზირი, ეს არის ხალხი, უახლოეს დღეებში ჩვენ ამაში დავრწმუნდებით. დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დაამარცხებს საკუთარი ნებით და ძალიან მინდა ამაში არ ვიყო დარწმუნებული. ხალხნო, ჩვენ ვართ ეროვნული ინტრესების დამცველები. ყველას აქვს უფლება იქ იდგეს, სადაც ვდგავართ, ამ ერთობას ვერავინ ვერ მოარღვევს. ამ რეჟიმის გადარჩენის, თავის დახრის, მუხლის მოდრეკის შანსი არ არსებობს, მთავარია ბრძოლა. ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო, ის თუ როგორ დამთავრდება ბრძოლა“, - განაცხადა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100