სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მომდის სხვადასხვა ეგზიტპოლები... მინდა გამოგიცხადოთ, რომ "ოცნება" და ივანიშვილი დამთავრდა" - სააკაშვილის საგანგებო განცხადება

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მან მიიღო სხვადასხვა ეგზიტპოლების პასუხები რითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" მარცხდება.

სააკაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

"მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები და სხვადასხვა ეგზიტპოლები. მინდა გამოგიცხადოთ რომ "ოცნება", ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველანი საარჩევნო უბნებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ყველამ ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100