საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 832, კოვიდ-სასტუმროში - 2 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარი