ნეპოტიზმი სამინისტროებში - უმუშევრად დარჩენილი სტაჟიანი თანამშრომლები და დასაქმებული ნათესავები

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,ქონების ეროვნული სააგენტო" გაერთიანდა, რის შემდეგაც გამოცხადდა რეორგანიზაცია და 10 წლიანი შტატის მქონე თანაამშრომლები სრულიად გაუგებარი მიზეზით გაუშვეს. ქონების სააგენტოს უფროსი გიორგი დუგლაძე გახლავთ.

გარდა შტატების უმიზეზოდ შემცირებისა, სააგენტო სავსეა ნეპოტიზმის ფაქტებით.
იურიდიული სამსახურის უფროსი თამილა ლომიძე დასაქმბულია შვილთან ერთად, რომელიც საფინანსო განყოფილების თანმაშრომელი გახლავთ.
ასევე სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსია ქეთევან კიკნაძე და მისი დისშვილი ანი სარჩიმე მარკეტინგის განყოფილების თანააშრომლები არიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რაოდენ დიდ კორუფციას აქვს ადგილი და აღნიშნულ ქმედებას რამდენი ადამიანის სტაჟიანი მოღვაწეობა შეეწირა.


(პირველ პოტოზე: თამილა ლომიძე)
(მეორე ფოტოში: ქეთევან კიკნაძე)

კომენტარი