თამაზ მეჭიაურის 22 წლის მძღოლმა რომელსაც "ოცნებაზე მუშაობას აიძულებდნენ", თვითმკვლელობა სცადა

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა ვითმკვლელობა სცადა - როგორც ახალგაზრდა ბიჭის ახლობლები ამბობენ, სუიციდის მცდელობის მოტივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლაა.

უფრო კონკრეტულად, ხუმარაშვილების ახლობლების თქმით, ბიჭს მეჭიაურზე კომფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდნენ.

ოჯახი ზეწოლაში მცხეთა თიანეთის, გუბერნატორს ზურაბ ბექაურს ღიად ადანაშაულებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

დაშავებულების ახლობლები ყვებიან, რომ ბექაური ხუმარაშვილს აიძულებდა ინფოპრმაცია "ოცმენის" მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, შალვა კერესელიძისთვის ემუშავა.

"ჩემი შვილი მე ჩამოვხსენი თოკიდან, ბექაურო, დაგწვავ!!! ზეწოლას ახდენდა, ინფორმაციები უნდოდა"- აცხადებს დედა.
ზურაბ ბექაურის პოზიციას რაც შეეხება, ის ბერალდებებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ გიორგი ხუმარაშვილი მას გუშინ მიუვარდა და აგრესიით გამოირჩეოდა.

22 წლის ხუმარაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კომენტარი